უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების ისტორია – ფრანკენის ხელნაწერებით და კომენტარებით
უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების რიტუალისტიკის სისტემატიზაციაში და ფრანგულიდან ინგლისურად თარგმნაში, დამსახურებული წვლილი მიუძღვის ფრანგ ეტიენ მორენს და ჰოლანდიელ ჰენრიხ ფრანგეკნს. სწორედ ფრანკენის, 1783 წლით დათარიღებული, ხელნაწერები დაედო საფუძვლად 25 ხარისხიან „სრულყოფილების წესდებას“. ფრანკენი ეწეოდა სერიოზულ რედაქციულ სამუშაოს, არის მოსაზრება, რომ წესდება თავიდან შედგებოდა 21 ხარისხისგან (4-24) და რომ, 25-ე ხარისხი ფრანკენის შრომის შედეგად ჩამოყალიბდა.
ჰ. ფრანკენმა გამოიყენა საფრანგეთის დიადი ლოჟის 1763 წლის კონსტიტუცია (თავად დაათარიღა 1762 წლით), რომელიც დაედო საფუძვლად წესდების სისტემის ფორმალურ საძირკველს. უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების შექმნას კი, საფუძვლად დაედო 1786 წლის კონსტიტუცია, რომელიც ფრანკენის კონსტიტუციის განახლებული ვერსია გახლდათ.
ჰ. ფრანკენი აქტიური მასონი გახლდათ. იგი ხშირად მოგზაურობდა აშშ-ში და აღმოსავლეთში, მასონური საქმიანობით. 1771 წელს, მან გადაწერა თავისი ხელნაწერის პირველი დათარიღებული ასლი. ხოლო, ხელნაწერის 1783 წლის ასლი, რომელიც ეკუთვნის შოტლანდიური წესდების აშშ-ს ჩრდილო იურისდიქციას, წარმოადგენს მათგან ყველაზე სრულყოფილს. ის ერთ-ერთია იმ ოთხიდან, რაც ჩვენთვის ცნობილია. ჩემთვის საინტერესო იყო ხელნაწერის წარმოშობა ან საკუთრების ისტორია. ბევრი ადამიანი, ვისაც სმენია 1783 ფრანკენის ხელნაწერის შესახებ, ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ იურისდიქციის უმაღლესი საბჭო ფლობდა მას დაარსების დღიდან (1813), მაგრამ ფაქტობრივად, იგი მხოლოდ 1935 წელს გახდა ამ ხელნაწერის მფლობელი. აშშ-ს ჩრდილოეთ იურისდიქციის უმაღლესი საბჭოს და შოტლანდიური წესდების მასონური მუზეუმისა და ბიბლიოთეკის მიერ 80 წლიანი ზრუნვის შემდეგ, ხელნაწერი საგულდაგულოდ იქნა გადაწერილი და დაბეჭდილი ანოტაციებით. სწორედ ამ ხელნაწერის საფუძველზეა დაწერილი ჩემი წიგნიც - „უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების ისტორია - ფრანკენის ხელნაწერებით და კომენტარებით“. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს წიგნი უპრეცედენტო მიმოხილვას იძლევა ადრეული მასონური ხარისხების მუშაობის შესახებ და ქართულენოვანმა მკითხველმა შეიძლება დაინახოს აშკარა მსგავსება ტექსტსა და თანამედროვე ხარისხებს შორის. ფრანკენის რიტუალები შოტლანდიური წესდების ყველაზე ადრეული შემორჩენილი ინგლისურენოვანი ვერსიებია. შოტლანდიური რიტუალები ფრანგულენოვანი იყო და ჯერ „სრულყოფილების წესდების“ და მოგვიანებით უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების რიტუალურ სისტემაში ფრანკენის მიერ ნათარგმნი რიტუალები შევიდა. ასე რომ, ერთის მხრივ, თუ გსურთ გადახედოთ შოტლანდიური რიტუალების ფესვებს, ფრანკენის ხელნაწერი ამის მშვენიერი საშუალებაა. სოლომონ ასურელი
წიგნის ავტორი | სოლომონ ასურელი |
---|---|
წიგნის თარიღი | 2023 წელი |
წიგნის გამომცემელი | სოლომონ ასურელი Solomon Asureli TM |