ჩემი წიგნების ეს ციკლი დავყავი ოთხი მიმართულებით - „მიწა“, „ჰაერი“, „წყალი“ და „ცეცხლი“, თითოეულში კი 3 ნაწილია. ჩვენს საზოგადოებაში, მრავალი ობიექტური მიზეზის გამო, ამ წიგნებში აღწერილ საკითხებზე ცოდნა საკმაოდ ბუნდოვანია ან მცდარი. შესაბამისად, ვცდილობ მოკლედ, მაგრამ ნათლად წარმოვაჩინო რიგი საკითხები, თემები, რომელთა ცოდნა და ანალიზი აუცილებელია, ყველა განათლებული, კულტურული და განვითარებული ადამიანისთვის. სოლომონ ასურელი