ტეგები:
ისტორია,
მასონობა,
საიდუმლო საზოგ.-ები
პროფანთა ფართო ფენებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ცნობილია ე.წ. „ოცდაცამეტთა საბჭო“, ანუ უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების ოცდა მეცამეტე ხარისხის ძმების მიერ, ამავე წესდების, შექმნილი უმაღლესი საბჭო – სტრუქტურა, რომელიც ზედამხედველობს, ამა თუ იმ ქვეყანაში, წესდების ყველა სტრუქტურასა და მასში გაწევრიანებულ მასონ ძმებს. ამასთან, საზოგადოებას არ აქვს სათანადოდ შესწავლილი და გათვითცნობიერებული, თუ რეალურად რას წარმოადგენს ეს სტრუქტურა და რა ხდება „საიდუმლო ფარდის“ მიღმა, როგორ ვითარდებოდა ეს სისტემა ბოლო 250 წელიწადი და რას წარმოადგენს იგი დღეს. სწორედ ამ თემებზე, ქართველი მასონი ავტორი – სოლომონ ასურელი, წარმოგვიდგენს მის ახალ ნაშრომს.