ტეგები:
ისტორია,
მასონობა,
საიდუმლო საზოგ.-ები
ვინ არის – ქალი მასონი? ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თანამედროვე მასონობა პრაქტიკოსი ქვისმთლელთა, რაინდული და ეზოთერული, მ.შ. როზენკროიცერთა საზოგადოების ერთობლივი გენეზისის საფუძველზე აღმოცენდა, მე-16-18 საუკუნეებში. მე-18 საუკუნეში გაიწერა კონკრეტული „ნორმები“, ე.წ. ტრადიციული და რეგულარული მასონობის „ქვაკუთხედები“ (ლენდმარკები), რომლებიც აზუსტებდნენ თუ ვის შეეძლო გამხდარიყო თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელი – მასონი. ამ „ნორმების“ – ლენდმარკების მიხედვით, მხოლოდ თავისუფალ მამაკაცს (სხვა კრიტერიუმებთან ერთად) შეეძლო ორდენის წევრობა.
დღეს ეს საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას ტრადიციულ მასონურ წრეებში, ამასთან, ცალკე მდგომი [მხოლოდ ქალებისთვის] ქალთა ლოჟები, აღიარა ფაქტობრივად უკვე ყველა იურისდიქციამ, როგორც „მასონური“, აკრძალვა ვრცელდება ე.წ. „შერეულ“ მუშაობებზე, სადაც მამაკაცები და ქალები ერთად რიტუალურად იმუშავებდნენ. წიგნის ავტორი არ ამტკიცებს თუ რა არის მართებული, წარმოგიდგენთ მხოლოდ ფაქტებს და ისტორიას, ამასთან, გარკვეულ მსჯელობას, თუ რატომ სურთ ქალებს მასონური ორდენის წევრობა.